რუსეთის პატრიარქი მიიჩნევს, რომ „არაკორექტულია“ აპატიოს მეზობელს
მრავალმილიონიანი ზარალი, რომელიც მიიღო. საქმე ეხება რუსეთის პატრიარქის მეზობლის
სახლის რემონტს. პატრიარქ კირილს მეზობელთან პრეტენზიები იმის
გამო აქვს, რომ რემონტის დროს მის სახლში 10 წუთით მტვერი შევიდა, რამაც ის
აზარალა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასამრთლოც ჩატარდა, სადაც პატრიარქმა
კირილმა მეზობლებს 18-20 მილიონი რუბლი მოუგო.
რა იქნებოდა მეზობლებისთვის დაკისრებული თანხა მტვერი რომ სახლში უფრო დიდი ხნით შესულიყო? ამ თემას რუსი
ბლოგერები აქტიურად განიხილავენ, თუმცა კონკრეტულ დასკვნამდე ვერ მიდიან.
ამ თემაზე პატრიარქს ჟურნალისტი, ვლადიმერ
სოლოვიოვი ესაუბრა.
ჟურნალისტთან საუბრისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქმე ჯანდაცვის
ყოფილ მინისტრ იური შევჩენკოს მოუგო, რომელმაც კირილის ერთი სართულით ქვემოთ სახლი
შვილსა და ოთხ შვილიშვილს უყიდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაირკვა, რომ პატრიარქის ბინის ერთი
სართულით დაბლა სახლის რემონტისას ჰაერის ვენტილაციის სისტემის ჩართვა დაავიწყდათ,
რის გამოც მტვერი ზემოთ ავიდა.
internet.ge