GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზურაბ ზვიადაურს სპორტსმენებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ
20:46 06.06.2012
დღის სიახლეები
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია "ქართული ოცნების" აქტივისტ ზურაბ ზვიადაურს სპორტსმენებზე ზეწოლაში ადანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, 3 ივნისის ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძიუდოისტ ამბაკო ავალიანთან სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილის შეხვედრას ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - სოსო ლიპარტელიანი და თამაზ ნავერიანი, ასევე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი გუგავა და ყოფილი ძიუდოისტი არჩილ შინჯიკაშვილი ესწრებოდნენ. ამ შეხვედრის აუცილებლობა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლეთა მხრიდან ბოლო პერიოდში მოქმედ სპორტსმენთა აქტიურ პოლიტიკაში გადაბირება სისტემატიურად ხდება. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომმა უკვე გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სპორტული ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, მოქმედი სპორტსმენისთვის აქტიური პოლიტიკური საქმიანობით დაკავება რეკომენდებული არ არის, რადგანაც ეს ფაქტი სპორტულ რეჟიმს არღვევს, რაც სპორტულ მიღწევებზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, მოქმედმა სპორტსმენმა უნდა გააკეთოს არჩევანი - სპორტული კარიერა გააგრძელოს ან აქტიურ პოლიტიკაში წავიდეს. 

რაც შეეხება 3 ივნისის ინციდენტს, ავალიანთან შეხვედრისას მინისტრსაც და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსაც სწორედ ამ თემაზე ჰქონდათ საუბარი, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ამბაკო ავალიანი მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტის, ყოფილი ძიუდოისტის ზურაბ ზვიადაურის ოფისში, სადაც მასზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, რისი დასტურიც ამბაკო ავალიანის მიერ მინისტრთან შეხვედრის შესახებ რამდენჯერმე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელებაა. ჩვენ, არა მხოლოდ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“, არამედ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან სპორტსმენთა პოლიტიზირებას ყველანაირად ვგმობთ.

სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მსგავსი ზეწოლის ფაქტები მოქმედ სპორტსმენებზე „ქართული ოცნების“ აქტივისტის ზურაბ ზვიადაურის მხრიდან უკვე არაერთხელ დაფიქსირდა”, - ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიორგი გოზალიშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა1
პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ხვალ დაამტკიცებს2
აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართულ ოცნებას" 13, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 8 დეპუტატი ეყოლება3
ვახტანგ ხმალაძე: ამნისტიის შესახებ კანონის ახალ წლამდე დამტკიცება შესაძლებელია4
იმ ქვეყნების ათეული, რომელთაც ასტეროიდი განადგურებით ემუქრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X