GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გოგა ხაჩიძე დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდა
16:32 30.03.2012
დღის სიახლეები

გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს, კახეთის რეგიონს ეწვია, სადაც დედოფლისწყაროს მოსახლეობას შეხვდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

გოგა ხაჩიძემ მოსახლეობას შეხვედრისას, ადგილობრივად წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლების შესახებ ინფორმაციაც გააცნო.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი აქტივობა დედოფლისწყაროს რაიონში. ეს ეხება ქარსაცავი ზოლების აღდგენას, მიწის დეგრადაციასთან ბრძოლას. ადგილობრივ მცხოვრებლებს მივაწოდეთ ინფორმაცია და განვიხილეთ ის პრობლემები, რომელიც ამ ეტაპზეა. მოსახლეობაში არის ოპტიმისტური განწყობა. ჩვენ ამ ყველაფერს თანდათანობით ერთად მოვაგვარებთ,"- აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

შეხვედრას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგაოების პროექტის ხელმძღვანელი დიტერ მიულერი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ალექსანდრ ბორი და დედოფლისწყაროს გამგებელიც ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აქტიურად მუშაობს დედოფლისწყაროს გარემოსდაცვითი საკითხების მოსაგვარებლად, რაც  კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.

გერმანიის მთავრობასთან და საერთაშორისო თანამშრომლობის საზაოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით, დედოფლისწყაროს რაიონში გაუდაბნოების პროცესთან საბრძოლველად და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა სამუშაოები ხორციელდება. შირაქის ველზე 4 წელია მიმდინარეობს ქარსაცავი ზოლების აღდგენა. გაშენებულია 100 ჰექტარზე მეტი ქარსაცავი ზოლი და საპილოტე ტყის კორომი. ამ მიზნით სამინისტროს მხარდაჭერით დედოფლისწყაროში 1,5 მილიონამდე დაიხარჯა და დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილი: რუსეთმა დიდი ხნის ოცნება განახორციელა1
უსუფაშვილი: უნდა დასრულდეს პერიოდი, როდესაც გამარჯვებულს ყველაფრის უფლება ჰქონდა2
მოსახლეობა 10 თვის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს3
პრემიერ-მინისტრი სართიჭალის მარცვლეულის საშრობს ესტუმრა4
ავტოცისტერნისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X