იუსტიციის
სამინისტროს
ინიციატივით,
საჯარო სამსახურში ინოვაციების კვლევა იწყება. სამინისტრო
კი,
სტუდენტებს
კვლევაში მონაწილეობას სთავაზობს. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ბიზნესის ადმინისტრირების ან საჯარო
მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს მიეცემათ.
პროგრამის
პრეზენტაცია
დღეს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ესწრებოდნენ.
როგორც
პრეზენტაციაზე
ითქვა, საჯარო სამსახურში დანერგილი სიახლეების კვლევის საჭიროება იმ ინოვაციური პროექტების სიმრავლემ წარმოშვა, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები სხვდასხვა მიმათულებით ახორციელებენ.
„უკანასკნელი წლების მანძილზე, მხოლოდ იუსტიციის სამინისტროსა და მის სამსახურებში არაერთი ინოვაცია დაინერგა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი - იუსტიციის სახლია, რომლის კონცეფცია უნიკალურია და არ წარმოადგენს რომელიმე უცხოური რეფორმის ანალოგს. თუმცა, ეს არ არის უწყებაში დანერგილი ერთადერთი სიახლე. მნიშვნელოვნად შეიცვალა მენეჯმენტის სისტემა, საკადრო პოლიტიკა, საქმის
წარმოების
წესი, დაინერგა ახალი მიდგომები და ხედვა არაერთი მიმართულებით. ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, ჩატარდეს სპეციალური კველევა, რომელიც საჯარო სამსახურებში დანერგილ ინოვაციებს შეისწავლის, შეაჯამებს და სამომავლოდ, მათი განვითარების პერსპექტივებს გამოკვეთს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დოკუმენტზე სტუდენტები - მომავალში ინოვაციური პროექტების ავტორები იმუშავებენ“,-
ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამაში მონაწილე ათი სტუდენტი კონკურსის წესით შეირჩევა.
პირევლ ეტაპზე შერჩეულ სტუდენტებთან გასაუბრება ჩატარდება, საბოლოოდ კი საჯარო სამსახურში ინოვაციების კვლევას ათი სტუდენტი განახორციელებს. ისინი იუსტიციის სასწავლო ცენტრში დასაქმდებიან და ჰონორარის სახით 300 ლარს მიიღებენ.
Internet.ge