„ალფა კომის“ გენერალური დირექტორი ვასილ კავაძე ამბობს, რომ
„სტერეო+“-ს შეუძლია „მე- 9 არხის" სიხშირე გათიშოს.
„ზილფიმიანს შეუძლია 14:00 საათამდე მოვიდეს “ალფა კომში” და “სტერეო+” -ის
აპარატურა გათიშოს. ამის ტექნიკური საშუალება მას აქვს. თუ ბატონი დავითი არ მობრძნდება, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას კომპანია აღასრულებს“,- განუცხადა
„ინტერნეტ.ჯი“-ს კავაძემ.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით,
რომელიც გუშინ მიიღეს "მე-9 არხისთვის"
საეთერო სიხშირის გათიშვა დღეს, 14.00 საათამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში "სტერეო +"-ის სიგნალი
"ალფა
კომის"
მიერ მთლიანად გაითიშება.
კომისიაში აცხადებენ, რომ
"სტერეო
+"-ს
რადიოსიგნალის
მაუწყებლობის
ლიცენზია აქვს და "მე-9 არხს" საეთერო მაუწყებლობით ემსახურებოდა, რაც კანონდარღვევაა იქიდან გამომდინარე, რომ ლიცენზია F13, რომელსაც "სტერეო +" ფლობდა, ითვალისწინებს მხოლოდ რადიოხაზით მომსახურებას.
რაც შეეხება კომპანია „სტერეო+“-ის დირექტორს, დავით ზილფიმიანი
„ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი
კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„სიგნალის გავრცელება ხდება უნებლიედ, ჩვენ ეს სიგნალი შეგნებულად არ
გაგვივრცელებია. მარეგულირებლის
გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ შევძლებთ“,- განუცხადა სააგენტოს ზილფიმიანმა.
Internet.ge