ატესტატები იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში გაიცემა
ზოგადი
განათლების
დამადასტურებელი
სახელმწიფო
დოკუმენტის გაცემა იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო
რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მოხდება.
აღნიშნულ
საკითხთან
დაკავშირებით,
დღეს რუსთავის იუსტიციის სახლში ერთობლივი ბრიფინგი საქართველოს იუსტიციიის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გამართეს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო
დოკუმენტს
განეკუთვნება
სრული ზოგადი განათლების ატესტატი, საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი.
სრული
ზოგადი განათლების ატესტატს მიიღებს პირი, რომელიც 12 კლასს დაამთავრებს და გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებს; საბაზო ზოგადი განათლების ატესტატს იღებს პირი, რომელიც 9 კლასს დაამთავრებს;
ზოგადი
განათლების
საშუალო საფეხურის სერტიფიკატს მიიღებს პირი, რომელიც 12 კლასს დაამთავრებს, მაგრამ ვერ ჩააბარებს ან მონაწილეობას არ მიიღებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში.
იუსტიციის
სახლები და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ატესტატებისა და სერტიფიკატების გაცემას მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე უზრუნველყოფენ. მონაცემთა ელექტრონულ ბაზას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო სისტემა შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ადგენს.
იუსტიციის
სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებში მოხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი
სახელმწიფო
დოკუმენტის
ფორმების დუბლიკატების გაცემაც.
Internet.ge