მმართველი
გუნდის წევრის, პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, დავით ბეჟუაშვილს კანონი არ დაურღვევია.
როგორც ჟურნალისტებს
კუბლაშვილმა განუცხადა, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში მოსახლეობის მიპატიჟებასთან
დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია კონტროლის პალატას უნდა მიეწოდოს, რომელიც კანონის დარღვევის არსებობას ან არარსებობას დაადგენს.
„კონტროლის პალატის შეფასებებს უნდა დაველოდოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ დავითს კანონი არ დაურღვევია“, - დასძინა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ,
რომ რამდენიმე დღის წინ, დავით ბეჟუაშვილმა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში მდებარე სამების ეკლესიის ეზოში, სუფრა გაშალა, სადაც მოსახლეობა დაპატიჟა.
Internet.ge