სოჭის
ოლიმპიადის სამზადისისთვის დანახარჯებმა რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს
გადააჭარბა.
„ეს
გაცილებით მეტია, ვიდრე ვანკუვერის, ტურინის, სოლტ-ლეიკ-სიტისა და ნაგანოს
ოლიმპიადები ერთად აღებული“ - წერს გამოცემა Le Point.
თავდაპირველად დაგეგმილი 8,5 მილიარდი დოლარი, რომელიც ოლიმპიადის
მოსამზადებლად უნდა დახარჯულიყო, შეიძლება, 35 მილიარდამდე გაიზარდოს.
Le Point ასევე აღნიშნავს, რომ ამ პროექტში კერძო ინვესტორების
მოზიდვა მოსკოვს ძალიან გაუჭირდა. 2012 წელს კი დიმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ
მშენებლობა მნიშვნელოვანი დაგვიანებებით მიმდინარეობს და არის დაფინანსების
პრობლემები.
გამოცემა ასევე მიუთითებს, რომ ოლიმპიადის სოჭში ჩატარება ვლადიმერ
პუტინის მხრიდან წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რითაც მოსკოვს სურს შეახსენოს
მსოფლიოს, რომ კავკასია მისი გავლენის სფეროა.
internet.ge