ქუთაისში
ოფიციალური
ვიზიტით, ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის ვიცეგუბერნატორი იმყოფება.
ჯენ
ქოსთნერი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმნებულის პირველმა მოადგილემ გიგა შუშანიამ მიიღო. საუბარი იმერეთის მხარისა და ილინოისის შტატს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივას შეეხო.
იმერეთის
მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სტუმარს ქუთაისსა და იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული
პროექტები
გააცნო. თავის მხრივ, ილინოისის შტატის ვიცეგუბერნატორმა
ინტერესი გამოხატა ქუთაისისა და იმერეთის მიმართ და აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება.
ჯენ
ქოსთნერი ქუთაისში 2 დღე დარჩება და ტურისტულ სანახაობებს დაათვალიერებს. ურთიერთთანამშრომლობის
შესახებ მემორანდუმის გაფორმებისთვის კი მუშაობა უკვე ხვალიდან დაიწყება.
Internet.ge