ტურისტულ
სეზონზე ქობულეთს განახლებული პარკი ექნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის
გამგებელი
გელა ცხომელიძე დღეს, ქობულეთის პარკის სარეაბილიტაციო და ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნენ.
პარკში
ერთდროულად
6 ობიექტის
მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიწყო შადრევნების რეაბილიტაცია, შენდება მხატვრის სახლი და ამფითეატრი, მოეწყობა აუზი თევზებისთვის და ჩოგბურთის მოედანი, განახლდება გედების ტბა. ასევე მოეწყობა სასეირნო ბილიკები, ატრაქციონები და სხვა გასართობი საშუალებები, დამონტაჟდება განათების სისტემაც.
ლევან
ვარშალომიძემ
ასევე დაათვალიერა ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში სასტუმრო „ჯორჯიან პალასიდან“ სასტუმრო „კოლხეთამდე“ 1 კმ-ზე გამაგრდება ჯებირები, სამუშაოების 40% უკვე შესრულებულია.
„სანაპირო
ზოლის ეს მონაკვეთი ყველაზე რთული და დაზიანებული იყო. მის აღდგენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. პარალელურად მიმდინარეობს პარკის აღდგენა, რომელიც მალე გართობის ცენტრად გადაიქცევა. თუმცა, უმთავრესი ქობულეთელისთვის
წყლის პრობლემის მოგვარებაა. მალე დაიწყება წყლისა და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ეს მასშტაბური პროექტები ტურისტულ ქალაქს ვიზიტორებისთვის
სასურველს
გახდის,“ - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
ნაპირსამაგრი
სამუშაოებისთვის
3 მლნ.
993 ათასი
ლარია გამოყოფილი, ხოლო პარკის სარეაბილიტაციო ბიუჯეტიდან 1 მლნ. 350 ათასი ლარი დაიხარჯება.
Internet.ge