პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილი, სამტრედიაში ჩავიდა და იმერეთის მხარეში
სახელმწიფო რწმუნებულთან, ლაშა მაქაცარიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან
ერთად მოსახლეობას შეხვდა.
მინაშვილი
ადგილობრივებს სახელისუფლებო გუნდის მიერ ინიცირებულ იმ კანონპროექტებზე და ინიციატივებზე
ესაუბრა, რომლებიც წელს უნდა განხორციელდეს.
პარლამენტარმა
გლეხისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გაუქმებისა და ჯანდაცვის
ხელმისაწვდომობის საკითხებზე, ასევე სამტრედიის რაიონში დაწყებული პროექტის, კოპიტნარის აეროპორტის მნიშვნელობასა
და როლზეც გაამახვილა ყურადღება.
აკაკი მინაშვილმა ადგილობრივებისგან არსებული პრობლემების შესახებაც მოისმინა და
შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებს დახმარება აღუთქვა. დღესვე პარლამენტარი სოფელ
კულაშის მოსახლეობას შეხვდა.
Internet.ge