პარლამენტის დამხმარე შენობაში ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი რეზო ნებიერიძეა
შრომის,
ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხარაჩოს
ჩამოშლის შედგად გარდაიცვლა რეზო ნებიერიძე. დაშავებულები კი არ არიან და არც ერთ
მოქალაქეს სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს.
„პარლამენტის
შენობისა და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა ობიექტზე მომუშავე ერთი ადამიანი. სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მომხდარი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა და არ გარდაცვლილა არც ერთი ადამიანი, გარდა ზემოთხსენებული ერთი პიროვნებისა. ასევე, მომხდარი შემთხვევის შედეგად, არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის.
ინფორმაცია,
რომელიც ვრცელდება ზემოთხსენებული შემთხვევის შედეგად არსებული დაშავებულების შესახებ წარმოადგენს სიცრუეს და არის მომხდარი სამწუხარო ფაქტით მიზანმიმართული სპეკულაცია“,-
ნათქვამი განცხადებაში.
შრომის,
ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილი რეზო ნებიერიძის ოჯახს.
internet.ge