ოზურგეთის
ცენტრალური
მოედნის რეაბილიტაციის პროცესში, მშენებლებმა უძველესი აბანოს ნაშთებს მიაკვლიეს.
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაგეგმილა ახალი აღმოჩენის დეტალური შესწავლა, რომლის შედეგად ძველი აბანოს დათარიღება ზუსტად გახდება შესაძლებელი.
„თანამედროვე
არქიტექტურული
შენობების
მშენებლობისას
გამოვლენილი
ისტორიული
მემკვიდრეობა
- მიწისქვეშა
ძეგლები თუ არტეფაქტები სახელმწიფოს მიერ დაცული და შენარჩუნებული იქნება. უძველესი აბანოს გადარჩენა კიდევ ერთი პროექტი იქნება, რომელიც ქვეყნის განვითარების პროცესში ახლად გამოვლენილი სიძველეების დაცვას და პოპულარიზაციას გულისხმობს. ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე შენობა-ნაგებობების სკვერისა და ახალი ინფასტრუქტურის შექმნის პარალელურად, ძველი
აბანო ახალი ინტერპრეტაციით
- ღია მუზეუმის სახით იქნება წარმოდგენილი და ოზურგეთის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა გახდება“,-
აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, არქეოლოგიური ძეგლის განვითარების კონცეფციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი და რეგიონული განვითარების მინისტრი ექსპერტთა რეკომენდაციების
საფუძველზე,
ერთობლივად
განიხილავენ
და ძეგლის დაცვისა და გადარჩენის პროექტს ორი უწყება ერთად განახორციელებს.
internet.ge