გილაური: ეროვნული გამოცდები წარმატებული რეფორმა იყო, თუმცა მოვიდა დრო ესეც გადავაკეთოთ
პრემიერ-მინისტრის,
ნიკა გილაურის შეფასებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები, წარმატებული ნაბიჯი იყო,
განათლების რეფორმაში, თუმცა ახლა მოვიდა დრო ეს რეფორმები გადაკეთდეს.
ამის შესახებ
განცხადება გილაურმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერის
თქმით, ადრე საჭირო იყო სკოლის გამოცდებისთვის მომზადება და ასევე, რეპეტიტორების
აყვანა ეროვნული გამოცდებისთვის, რაც ოჯახებისთვის ზედემეტი ფინანსური ტვირთი იყო.
„მომავალი წლიდან სკოლის
მოსწავლეები რვა გამოცდას ჩააბარებენ სკოლაში და პლიუს
ერთ გამოცდას უნარებში, რის მიხედვითაც მოხდება მათი უნივერსიტეტებში ჩარიცხვა“,-
განაცხადა პრემიერმა.
ნიკა
გილაურმა აბიტურიენტებს წლევანდელ გამოცდებზე წარმატებები უსურვა.
internet.ge