კახეთის
რეგიონში არსებული სასტუმროების, სასტუმრო სახლებისა
და რესტორნების მენეჯერების ტრეინინგი დასრულდა. სწავლების წარმატებით გავლისთვის კი, სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები
გადაეცათ.
იუსტიციის
სამინისტროს ინფორმაციით, მენეჯერებმა
ტრეინინგი ეფექტურ მომსახურებაში გაიარეს. ინტერაქტიულ
სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება ისეთ საკითხებს დაეთმო,
როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია და
მომსახურება, თანამშრომელთა მომსახურების ხარისხის მართვა და
მონიტორინგი.
„ტრენინგის მიზანი მომსახურების ერთიანი სტანდარტის
დანერგვა და მისი მონაწილეებისათვის
ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების
განვითარებაა, რათა კახეთში ჩასულმა
ტურისტებმა თანამშრომელთა მხრიდან ხარისხიანი და
დროული მომსახურება მიიღონ. ტრეინინგები ეფექტურ მომსახურებაში კახეთის ტურისტული
განვითარების პროექტის ერთ-ერთი
ძირითადი კომპონენტია. სწავლებას ეტაპობრივად ჯერ
ტურიზმის სფეროში დასაქმებული ობიექტების
მენეჯერები, შემდგომ კი ყველა
თანამშრომელი გაივლის“,- აცხადებენ სამინისტროში.
ეფექტური
მომსახურების ტრეინინგების განხორციელება სხვადასხვა უწყებებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მას
შემდეგ დაიწყო, რაც უწყებამ იუსტიციის
სახლის თანამშრომელთა ტრენინგი განახორციელა. დღეისათვის ეფექტური მომსახურების ტრეინინგი სასაწავლო
ცენტრში უკვე გაიარეს შემოსავლების
სამსახურის, მერიისა და გადაუდებელი
სამედიცინო მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა.
internet.ge