GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კომუნიკაციების კომისია: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დავით ზილფიმიანი კანონდარღვევაზე შეგნებულად წავიდა
15:11 08.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეხმიანება ბოლო პერიოდში, მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებას შპს „სტერეო+“-ის სანქცირებასთან დაკავშირებით.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომისია რეკომენდაციის სახით შპს „სტერეო+“–ს სთავაზობს პრობლემის გადაწყვეტის ერთ–ერთ საშუალებას და აცხადებს, რომ შპს „სტერეო+“–ს შეუძლია თავისუფლად გააგრძელოს შპს „მე-9 არხის“ რადიოხაზებით მომსახურება, როგორც ანალოგურ ასევე, ციფრულ ფორმატში ე.წ. კოდირებული სიგნალის გაშვებით.

„შპს „სტერეო+“–ის დირექტორის და დამფუძნებლის, დავით ზილფიმიანის განცხადებები, რომ სხვაგვარად (სალიცენზიო პირობების დარღვევის გარეშე) ამ მომსახურების გაწევას ვერ შეძლებდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის  მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს. ფიზიკოსი და პროფესორი, ზილფიმიანი კომისიაში გამართულ სხდომაზე აცხადებდა, რომ „სტერეო+“–ის მიზანი არ იყო ტელეკომპანია „მე-9 არხის“ სიგნალის ღია ეთერით გავრცელება და ეს ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე რადიოხაზებით მომსახურების განხორციელების თანმდევი აღმოუფხვრელი მოვლენაა. კომისია რეკომენდაციის სახით შპს „სტერეო+“–ს სთავაზობს პრობლემის გადაწყვეტის ერთ–ერთ საშუალებას და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ შპს „სტერეო+“–ს შეუძლია თავისუფლად გააგრძელოს შპს „მე-9 არხის“ რადიოხაზებით მომსახურება, როგორც ანალოგურ ასევე, ციფრულ ფორმატში ე.წ. კოდირებული სიგნალის გაშვებით. რომელიც ხელმისაწვდომი არ იქნება ღია სამაუწყებლო ეთერში. ეს უმარტივესი გადაწყვეტილება დღის წესრიგიდან მოხსნის სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის ინფორმაციით, შეუძლებელია, ფიზიკის სპეციალისტს, დავით ზილფიმიანს არ სცოდნოდა ამ ტექნიკური გადაწყვეტის შესახებ, რაც მის კომპანიას საშუალებას მისცემდა სალიცენზიო პირობების დარღვევის გარეშე განეხორციელებინა რადიოხაზებით მომსახურება.

„ყოველივე ეს იძლევა საფუძვლიანი ეჭვის საბაბს, რომ დავით ზილფიმიანი შეგნებულად წავიდა კანონდარღვევაზე. რაც შეეხება გარკვეული სამაუწყებლო კომპანიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით. კომისია ყოველთვის მზად იყო, არის და იქნება მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში გაუწიოს ტექნიკური დახმარება ყველა დაინტერესებულ მაუწყებელს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „სტერეო+“–ისთვის არ აუკრძალავს NF13 ლიცენზიის გამოყენება. კომპანიას დაევალა საქმიანობის სალიცენზიო პირობების ფარგლებში  მოქცევა. 

ასევე, შპს „სტერეო+“-ს კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გათვალისწინებულია მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის და არა სიხშირული სპექტრის გამოყენებით საეთერო მაუწყებლობის ან ტრანზიტული მაუწყებლობის უზრუნველყოფისთვის. ამ შემთხვევაში საერთოდ აზრს კარგავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურა სიხშირული სპექტრის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვებისთვის საჭირო საკონკურსო წესი“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)2
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა3
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ საგანეგებო განცხადებას გააკეთებს4
ცვილის მუზეუმში აჭარის ყოფილი ლიდერის - ასლან აბაშიძის ქანდაკებაა განთავსებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X