ერთიანი
ეროვნული გამოცდების გაუქმებასა და საატესტატო გამოცდებისათვის
სასელექციო
ფუნქციის მინიჭების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი
ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ გამოცდების გაერთიანების იდეა მისაღებია.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ
განცხადებაში მიმინოშვილი აღნიშნავს, „ერთმნიშვნელოვნად საჭირო და აუცილებელიცაა სახელმწიფომ მაქსიმალურად გაუმარტივოს მოსწავლეებს ისედაც რთული და დაძაბული საგამოცდო პერიოდი.“
„გამოცდების
გაერთიანების
იდეა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის სრულიად მისაღები იყო და არის. რაც შეეხება გაერთიანების თუ ჩანაცვლების შემდეგ გამოცდების ფორმატს, მაშინაც ვფიქრობდით და დღესაც მივიჩნევთ, რომ ქვეყნის საგანმანათლებლო
სისტემის,
საშუალო თუ უმაღლესი განათლების რგოლისთვის მნიშვნელოვანია,
გამოცდების
(დავარქვათ
სკოლის გამოსაშვები გამოცდები) ფორმატი შეიცვალოს, რადგან წარმოუდგენელია უმაღლესი სასწავლებლებისათვის
კონტინგენტის
შერჩევა იმ ტიპის დავალებებით მოხდეს, როგორსაც დღემდე ვიყენებთ საატესტატო გამოცდებისას. ეს იყო სხვაობა ჩვენი (ჩემი და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების)
და პოლიტიკის გამტარებელთა პოზიციებს შორის.
განათლების
სფეროს ამ და სხვა უმნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი მიზანი იქნება, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები ამ დღეებში ვაფუძნებთ. იმედი გვაქვს ჩვენი მიზნები და იდეები იმ საერთაშორისო დონორო ორგანიზაციებისთვისაც
საინტერესო
აღმოჩნდება,
რომლებიც კარგა ხანია საქართელოში მსგავსი პროექტების მხარაჭერას ახორციელებენ“,-
ნათქვამია მიმინოშვილის განცხადებაში.
internet.ge