ცესკოსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების განთავსების საკითხები განიხილეს
ცენტრალურ
საარჩევნო
კომისიასა
და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს
შორის დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“
რიგით
მეექვსე შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების განთავსების საკითხები განიხილეს.
ცესკოსა
და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ინიციატივით, ტექნიკური ხასიათის შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს, უშუალოდ განხილვებს კი მოდერატორობას
IRI-ს წარმომადგენლობა
უწევს. შეხვედრების ფინანსურ მხარეს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო
(USAID) უზურნველყოფს.
ცესკოს
თავმჯდომარე
ზურაბ ხარატიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე
საბოლოო შენიშვნები და შემოთავაზებები განიხილა.
რეკომენდაციების
დოკუმენტი
შემდგომი რეაგირებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებს
გადაეგზავნებათ.
მომდევნო
შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის 15 ივნისს შედგება, სადაც სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
პატიმრების
ინფორმირების
პირობებისა
და წესის შესახებ საბოლოო განხილვები გაიმართება.
internet.ge