GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა
12:01 09.06.2012
დღის სიახლეები

ახალგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის დეტალებზე  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

მათი თქმით, კონკურსის მიზანია მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, მათი პროფესიული წინსვლისა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ერთწლიანი კვლევები ათი სამეცნიერო მიმართულებით. პროექტი უნდა  ითვალისწინებდეს სამეცნიერო მივლინებას შესაბამისი დარგის საზღვარგარეთის წამყვან კვლევით ცენტრებში. თითოეულ გამარჯვებულ პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 12-დან 15 ათას ლარამდე დააფინანსებს.

ამასთან დღეს ცნობილი გახდა, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 30 წლამდე მაგისტრს ან დოქტორანტს და 35 წლამდე დოქტორს. გრანტის მაძიებელმა საკონკურსო განაცხადი მიმდინარე წლის 12 ივლისამდე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www. rustaveli.org.ge უნდა წარადგინოს. თითოეულ საკონკურსო პროექტს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით შეაფასებს.

„მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, აღზრდა და მათი პროფესიული წინსვლის ხელშეწყობა საქართველოში მეცნიერების განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის. ეს კონკურსი  ჩვენი ახალგაზრდა მკვლევარების წარმატებული სამეცნიერო კარიერის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია“,- მიიჩნევენ სამინისტოში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უკრაინა ახალ პარლამენტს ირჩევს1
ქართველებმა ევროლიგა დაიწყეს - მარკოიშვილის 13 და შერმადინის 92
"ინფო 9"-ის ჟურნალისტებს ელიაშვილებმა საარჩევნო უბნებზე ინციდენტების გამოწვევა დაავალეს3
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი მტერი მთელი ძალით ემზადება 1-ელი ოქტომბრისთვის4
კახეთიდან ქართველი ჯარისკაცები ოვაციებით გააცილეს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X