ჭიაბერაშვილი: სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებაა
დარგობრივი
სამედიცინო
ასოციაციებისთვის
მკურნალობის
სტანდარტების
დანერგვის
თაობაზე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა
მიიღო.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებაა.
როგორც ჭიაბერაშვილმა დღეს საკონკურსო
კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ პროფესიულ ასოციაციას, რომელიც საგრანტო პროექტს წარადგენს.
სამინისტროს ინფორმაციით, საპროექტო წინადადებების წარდგენის ვადა 2012 წლის 1 ივლისს იწურება. საგრანტო პროექტების შემსწავლელ კომისიაში ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიების, სხვადასხვა კლინიკისა და სადაზღვევო ჰოსპიტალური ქსელის წარმომადგენლები
იმუშავებენ.
მინისტრის
განცხადებით,
აღნიშნული
გადაწყვეტილება
ერთის მხრივ, უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო მეორეს მხრივ, დაარეგულირებს ფინანსური ანგარიშსწორების
საკითხს სადაზღვევო კომპანიასა და საავადმყოფოს შორის.
internet.ge