სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილი 10 პირი თბილისის ზღვაზე, დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობს.
მათ მიერ გაწეული შრომის ხანგრძლივობა, სასამართლოს განაჩენით შეფარდებული შრომის საათების საერთო რაოდენობას გამოაკლდება.
თბილისის
ზღვაზე დასუფთავების სამუშაოებში შრომამისჯილები თბილისის მერიასა და სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩაერთნენ.
ბოლო
პერიოდში განხორციელებული
საკანონმდებლო
ცვლილებებისა
და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გატარებული რეფორმების შედეგად, შესაძლებელი გახდა საზოგადოებისათვის
სასარგებლო
შრომის სანქციის ეფექტიანად აღსრულება.
internet.ge