დღეს, გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ველორბოლა გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და უამრავმა
მოხალისემ
მიიღო მონაწილეობა.
ველორბოლა თბილისის ზღვაზე, ვარკეთილიდან
თემქის მიმართულებით გაიმართა და 20 კილომეტრს მოიცავდა. მონაწილეობის მისაღებად 100-მდე მსურველი დარეგისტრირდა. გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებითა და მედლებით.
ამასთან მინისტრმა 5 ბავშვს - მრავალშვილიანი ოჯახებიდან ველოსიპედები საჩუქრად გადასცა.
ღონისძიება გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი (5 ივნისი) მიძღვნილი კვირეულისა და საქართველოს მთავრობის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
ანტინარკოტიკულ კამპანიაში ჩართულია საქართველოს პროკურატურა, გარემოს დაცვის სამინისტრო, და ქ. თბილისის მერია. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდას, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას და ამ მხრივ ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
ველორბოლა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
internet.ge