საქართველო საერთაშორისო გარემოსდაცვით საინფორმაციო აქციას - „დედამიწის საათს" შეუერთდება, რომელიც მსოფლიოს 140-მდე ქვეყანაში დღეს, 20:30-21:30 საათზე ჩატარდება.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ზედგინიძის განცხადებით, აქციის ფარგლებში დღეს, მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება.
„საქართველო პირელივე წელს შეუერთდა „დედამიწის საათის" საერთაშორისო კამპანიას. 31 მარტს, მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება საქართველოში. წელს უკვე თბილისს სხვა ქალაქებიც უერთდება. გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ერთიანდება ეს ღონისძიება. ყველას მოგიწოდებთ, გამორთოთ ერთი საათით ელექტროენერგია და ჩაერთოთ ღონისძიებაში. ამით თითოეული ადამიანი წვლის შეიტანს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში," - განაცხადა გიორგი ზედგინიძემ.
31 მარტს, ზუსტად 20:30 საათზე ჩაბნელდება „მრგვალი ბაღი", სადაც წარმოდგენლი იქნება მოძრაობის თეატრის წარმოდგენა - „ცეცხლოვანი შოუ" სანთლების შუქზე, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი „ურსა" ცოცხალი მუსიკით. ახალგაზრდები ამ დღის სპეციალურ ნიშანს - "60" სანთლებით გამოსახავენ.
სასატუმრო შერატონ მეტეხი პალასში გლობალური ღონისძიების აღნიშვნა „მწვანე კოქტეილით" დაიწყება, რომელსაც მუსიკალურად ჯგუფი „The Window" გააფორმებს.
2011 წელს დედამიწის საათს მსოფლიოს ასობით მილიონი ადამიანი შეუერთდა. სინათლე ჩაქრა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ შენობებსა და ღირშესანიშნავ ადგილებში - ეიფელის კოშკი, ეგვიპტის პირამიდები, ბუკინჰემის სასახლე, ბიგ ბენი, ქრისტეს ქანდაკება რიო დე ჟანეიროში, ჩანჩქერები ნიაგარა და ვიქტორია, სიდნეის ოპერა, ემფაირ სთეით ბილდინგი, გაეროს შტაბბინა.
საქართველოში დედამიწის სიმბოლური ერთი საათის აღსანიშნავად ერთი საათით ჩაბნელდება საკვანძო შენობები და საჯარო ადგილები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ელექტროენერგიის 60 წუთით გამორთვით აქციის მონაწილეები დედამიწის მიმართ თანადგომას გამოხატავენ და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო აქციას - დედამიწის საათს შუერთდებიან.
საქართველოში დედამიწის საათი მეოთხედ აღინიშნება. წლევანდელი კამპანია განსაკუთრებით მასშტაბურია და უამრავ მონაწილესა და მხარდამჭერს აერთიანებს. 2012 წლის მთავარი თემა: „მე გავაკეთებ, თუ შენ გააკეთებ."
თბილისში ელექტროენერგია გაითიშება სატელევიზიო ანძაზე, გაეროს სახლსა და მიმდებარე მრგვალ ბაღში, შერატონ მეტეხი პალასში, რედისონში, რესტორანში „ქალაქური" და ქალაქის სხვა ადგილებში. ქუთაისში ღონისძიებას შეუერთდება სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმში კი ერთი საათი „ბათუმის შერატონი" ჩაბნელდება.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები არიან გარემოს დაცვის სამინისტრო, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი და ბათუმის შერატონი, "რადიო ქალაქი," ჟურნალი "ფოკუსი", გაზეთი "Georgia Today", GMC Group, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ველური ბუნების ფონდი საქართველოში (WWF), თბილისის მერია და ბევრი სხვა ორგანიზაცია და ადამიანი, რომელთაც სურვილი გამოთქვეს სინათლის ჩაქრობის მსოფლიო ინიციატივაში მიეღოთ მონაწილეობა.
„დედამიწის საათი" პირველად 2007 წელს ავსტრალიაში WWF-მა ჩაატარა. სიდნეის მცხოვრებლებმა, კომპანიებმა და სამთავრობო უწყებებმა ერთ საათით გამორთეს ელექტროენერგია. 2008 წელს ამ ღონისძიებაში 370 ქალაქმა, 35 ქვეყანამ და 50 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 2009 წელს კი აქცია უფრო მასშტაბური გახდა და უკვე მსოფლიოს 80 ქვეყანამ, 1000 ქალაქმა და 1 მილიარდმა ადამიანმა აღნიშნა.
Internet.ge