დღეიდან გმირთა მოედანზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი მოედანზე ესტაკადის
მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებაა.
მერია მძღოლებს მოუწოდებს გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ ცვლილებას და
გადასაადგილებლად ალტერნატიული გზები გამოიყენონ.
რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ყვითელი ავტობუსები ჩვეული
მარშრუტით იმოძრავებენ.
internet.ge