საფრანგეთის
იმპერატორის წერილი, რომელიც ინგლისურადაა დაწერილი, აუქციონზე 325 ათას ევროდ
გაიყიდა. ეს ციფრი ხუთჯერ აღემატება იმ თანხას, რომლის მიღებასაც ორგანიზატორები
ამ წერილის გაყიდვიდან გეგმავდნენ.
დოკუმენტის მფლობელი
პარიზის წერილებისა და ხელნაწერების მუზეუმი გახდა.
წერილის ადრესატი,
რომელიც ნაპოლეონმა წმინდა ელენეს კუნძულზე 1816 წლის 9 მარტს საკუთარი ხელით
დაწერა, იმპერატორის პირადი მდივანი - გრაფ ემანუელ დე ლასკაზია.
ამ დროისთვის მხოლოდ 3
წერილია ცნობილი, რომელიც ნაპოლეონმა მოსისხლე მტრის - ინგლისის ენაზე დაწერა.
internet.ge