თამბაქოს კონტროლის ალიანსის
ინფორმაციით, ბოლო წლებში ორსულთა შორის მწეველების რაოდენობა საგანგაშო
მაჩვენებლებს აღწევს.
ალიანსის მონაცემებით,
საქართველოში ორსულთა 32%, ანუ ყოველი მესამე ფეხმძიმე ქალი, თამბაქოს მომხმარებელია.
სპეციალისტები
განსაკუთრებით შეწუხებულნი არიან ახალგაზრდა გოგონებში მწეველთა მატების გამო.
ბოლო 5 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა. ამის პარალელურად,
გაორმაგდა მკვდრადშობადობა და სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვების დაბადება.
როგორც ალიანსის მიერ
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, თუკი თამბაქოს მოხმარებაზე ყველა ორსული უარს იტყვის,
მკვდრადშობადობის მაჩვენებელი 10%-ით შემცირდება. ამავე კვლევის თანახმად, მწეველი
ქალების რეპროდუქციული ფუნქცია 3-4-ჯერ გაუარესებულია.
internet.ge