GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კოკა სეფერთელაძე ეროვნული შეფასების მიმდინარეობას დაესწრო
14:28 11.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, №9 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და მათემატიკაში მეოთხეკლასელთა ეროვნული შეფასების მიმდინარეობას დაესწრო.

ეროვნული შეფასება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. მასში 109 საჯარო სკოლა, 2 300 მეოთხეკლასელი, მათი მშობლები, 200 პედაგოგი და სკოლების დირექტორები მონაწილეობენ.

სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, ჩატარებული ეროვნული შეფასება მიზნად ისახავს, დაადგინოს, როგორია მეოთხეკლასელ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევის დონე ქართულ ენასა (კითხვა) და მათემატიკაში (რაოდენობრივი მსჯელობა) და რამდენად აღწევენ ისინი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.

სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. მოსწავლეებმა შეასრულეს საგნობრივი სტანდარტისა და სასკოლო სახელმძღვანელოების გათვალისწინებით შედგენილი ტესტური დავალებები და შეავსეს კითხვარები, რომელშიც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება კითხვის, მშობლიური ენისა და მათემატიკის შესწავლის მიმართ. სპეციალური კითხვარები შეავსეს, ასევე, სკოლის დირექტორებმა, მასწავლებლებმა და შეფასებაში მონაწილე მოსწავლეების მშობლებმაც.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები საფრანგეთში გაემგზავრებიან1
ფეოდორ ლუკიანოვი: აბაშიძის დანიშვნა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში წარმატების გარანტი ვერ იქნება2
ჩიორა თაქთაქიშვილი ნიგვზიანში მომხდარ დაპირისპირებაში მურმან დუმბაძეს ადანაშაულებს3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 29 ოქტომბრისთვის4
ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში მივიდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X