GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა
14:43 11.06.2012
დღის სიახლეები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში, 3 დღიანი, საერთაშორისო ტრენინგ-კონფერენცია გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველი, უკრაინელი, სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი მედიკოსები ყელ-ყურ-ცხვირის ენდოსკოპიური ქირურგიისა და შუა ყურის მიკროქირურგიის თანამედროვე მეთოდებს დაეუფლებიან. სწავლებას გერმანიის ქალაქ დრეზდენის უნივერსიტეტის პროფესორები ატარებენ, რომლებიც კოლეგებს გამოცდილებასა და ამ სფეროში არსებულ მიღწევებს გააცნობენ.

ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნული ცენტრი პირველია საქართველოში, სადაც ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ურთულესი ოპერაციები ტარდება. მათ შორის, კოხლეარული იმპლანტაცია, რაც სმენისა და მეტყველების პრობლემის გადაჭრის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. ამ უნიკალური ოპერაციის ღირებულება საკმაოდ მაღალია და აქამდე ის ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. იმპლანტის ღირებულება დაახლოებით 30000 ლარს შეადგენს, ოპერაციისა და რეაბილიტაციის ხარჯი კი - 10000 ლარს უტოლდება.

ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რაც სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული კოხლეარული იმპლანტის შეძენას, ოპერაციისა და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჰექტორ ტიმერმანი: არგენტინა კონფლიქტურ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციას იზიარებს1
სააკაშვილი: ჩვენი მოვალეობა და პატივი ჩამოგდებული ჯვრების უკან დაბრუნებაა2
მერაბიშვილი: მთავრობა გლეხის გვერდით მანამდე იდგება, სანამ გლეხი არ გამდიდრდება3
„ქრისტიან-დემოკრატები“ დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციების გასამაგებას ითხოვენ4
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X