ავღანეთში მომხდარი 5,4
ბალიანი მიწისძვრის შემდეგ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე სოფელში მთა
ჩამოიშალა. მიწის ნანგრევებში მინიმუმ 20 სახლია მოყოლილი.
როგორც ადგილობრივმა
ჩინოვნიკმა ჰაჯი მუჰამედ ვაკილმა BBC-სთან განაცხადა,
დაზარალებული სოფელი მთის ხეობაში მდებარეობს. მისი თქმით, მთის ნაწილის ჩამოშლის
შედეგად სახლების უმეტესობა, რომლებშიც მაცხოვრებლებიც იმყოფებოდნენ, დაიმარხა.
სოფლისკენ მაშველები
უკვე გაიგზავნენ, თუმცა შემთხვევის ადგილამდე მისაღწევად მათ რამდენიმე საათი
დასჭირდებათ.
აშშ-ს გეოლოგიური
სამსახურის ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი ქაბულიდან 170 კმ-ის დაშორებით
მდებარეობდა. მათივე ცნობით, ნახევარ საათში მეორე მიწისძვრაც მოხდა, რომლის
მაგნიტუდაც 5,6 ბალს შეადგენდა.
internet.ge