GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების ლიზინგს განახორციელებს
15:47 11.06.2012
დღის სიახლეები

"შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სალიზინგო კომპანია სს "თიბისი ლიზინგს” შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო "სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, სს "თიბისი ლიზინგთან” ერთად სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების ლიზინგის განხორციელებას იწყებს.

„აღნიშნული პროგრამა სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ პირებს საშუალებას მისცემს გამოყოფილი საკრედიტო ხაზისა და მათთვის მისაღები პირობების გათვალისწინებით, შეიძინონ სხვადასხვა დასახელების უახლესი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები, მოხმარების ძირითადი საშუალებები და ა.შ.“– ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

აგრარულ სექტორზე მორგებული სალიზინგო პირობები, შეღავათიან და დაბალსაპროცენტო განაკვეთებს ითვალისწინებს. თითოეული პროექტის მიხედვით, ლიზინგის მოცულობა 300 000 აშშ. დოლარს არ აღემატება.

დღეისათვის სალიზინგო ოპერაციების განხორციელებას სს "თიბისი ლიზინგი” უზრუნველყოფს, მაგრამ მომავალში შესაძლებელი იქნება  ქართულ ფინანსურ ბაზარზე არსებული სხვა სალიზინგო კომპანიებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართულობაც მოხდეს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლევან ვარშალომიძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდა1
ბიძინა ივანიშვილი: ორშაბათისთვის შესაძლოა, რამდენიმე ახალი კანდიდატი კიდევ დავასახელოთ2
გიგა ბოკერიამ ივანიშვილის ბიზნესცენტრი უკომენტაროდ დატოვა3
სიღნაღში 53 წლის მამაკაცი სანადირო თოფით დაჭრეს4
იესოს გამოსახულებიანი ფრესკა სათვალეების რეკლამაში გამოიყენეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X