GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილს 148 650 131,3 ლარის ჯარიმის სახით გადახდა მოუწევს
16:48 11.06.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივნისის დადგენილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე და ბიძინა ივანიშვილი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ორგანული კანონის "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" 25-ე მუხლის მე-21 პუნქტით, ამავე კანონის 342-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტების საფუძველზე და  ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა  126 220 190 ლარი - მის მიერ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის 12 622 019 ლარის ათმაგი ოდენობით, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს უკანონო შემოწირულობის განხორცილებისათვის ადრე უკვე შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა და შესაბამისად, ზემოთ მითითებული კანონის მე-9 პუნქტი, ამავე კანონის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ითვალისწინებს დაჯარიმებას სწორედ ასეთი წესით (ვინაიდან ადრე იგი უკვე დაჯარიმებული იყო ანალოგიური ქმედებისათვის).   

საქმის მასალების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით, საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს მხარდასაჭერად 12 410 252. 89 ლარის უკანონო შემოწირულობის განხორციელებას, რაც გამოიხატა საკუთარი მატერიალური სახსრებით მოსახლეობისთვის კომპანია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებების და მომსახურების უსასყიდლოდ გადაცემაში. 

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით თავისი კომპანიის შპს "ელიტა ბურჯი"-ს სახელზე რეგისტრირებული 28 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" სერვისის გასავრცელებლად საბაზრო ფასზე დაბალ ფასად შეღავათიანი პირობებით გასწია მომსახურება, რითაც პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ 211766.33  ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა. შესაბამისად,  მოცემულ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა განმეორებით საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მთლიანობაში განახორციელა 12 622 019 ლარის უკანონო შემოწირულობა, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი  დაჯარიმდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე განიხილა მეორე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, კერძოდ, იმსჯელა საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის 07 ივნისს წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე და ამ შემთხვევაშიც, შესაბამისი დადგენილებით ბიძინა ივანიშვილი სცნო სამართალდამრღვევად. სასამართლომ მიიჩნია, რომ  ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების განსახორციელებლად, 2012 წლის განმავლობაში, კუთვნილი კომპანიების შპს "ბურჯისა” და შპს "ელიტა ბურჯის”  სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც ფაქტობრივად უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”. აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ 2 242 994,13 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-21 პუნქტის, 342-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა. 

კერძოდ, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს უკანონო შემოწირულობის განხორციელებისათვის უკვე შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის გამო მას დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა აკრძალული შემოწირულების 2 242 994,13 ლარის ათმაგი ოდენობით, თანახმად ზემოაღნიშნული მუხლის მითითებული პუნქტებისა. საბოლოოდ, ამ შემთხვევაში, ბ. ივანიშვილი დაჯარიმდა  22 429 941,3  ლარით.     

დადგენილებები გამოტანიდან 48 საათში შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღამაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გამყარდა1
ბიძინა ივანიშვილი: არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც კრიტიკას არ იმსახურებს2
ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა3
„სომხეთის გათავისუფლების საიდუმლო არმია“ თურქეთს ტერაქტებით დაემუქრა4
არჩევნების ჩატარების თარიღი უახლოეს დღეებში დასახელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X