სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია
18:23 11.06.2012
|
დღის სიახლეები
|
2012 წლის 11 ივნისს, „თბილისი მერიოტში“, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სასამართლო გადაწყვეტილებების საძიებო ახალი ელექტრონული პროგრამა გააცნო.
აღნიშნული პროგრამა სასამართლოს გადაწყვეტილებებს ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯაროს და ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომს ხდის.
სპეციალური ვებ-გვერდის მეშვეობით საქართველოს ყველა რეგიონის სასამართლოებიდან ამ ვებ-გვერდზე აიტვირთება გადაწყვეტილებები, ასევე, ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს მომხმარებელია მიენიჭება სპეცილაური კოდი და ამ ვებ-გვერდის მეშვეობით მას შეეძლება გაეცნოს არა მარტო გადაწყვეტილებას, არამედ, მისი საქმის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|