ქვეყნის ოფიციალური პირების
განცხადებით, ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 70-ზე მეტი ადამიანი კვლავ
ნანგრევებშია მოყოლილი.
როგორც ქაბულის საგანგებო
სიტუაციების სამსახურის უფროსი იტყობინება, ჯერ-ჯერობით ნანგრევებიდან მხოლოდ
ერთი ქალის გამოყვანა მოხერხდა. დაკარგულთა უმეტესობა ბავშვები და ქალები არიან.
გუშინ მომხდარი ორი ძლიერი
მიწისძვრის შედეგად, ყველაზე
მეტი ზიანი ბაგლანისა და ტაჰარის პროვინციებს მიადგათ. განსაკუთრებით დაზარალდა
სოფელი დარ აზარი, სადაც მთა ჩამოიშალა.
Internet.ge