კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის
სამსახურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი კახა ბარათაშვილი
სამართალდამრღვევად სცნო.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით,
საქმე ეხება ქალაქ რუსთავის მოსახლეობისთვის სააღდგომო დღეებში საჩუქრად ღვინისა
და ცხვრის დარიგებას.
პალატის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად
დადგინდა, რომ სააღდგომო დღესასწაულის წინა დღეებში, ქ.რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე
მოსახლეობას საჩუქრად 20 ლიტრი ღვინო და თითო სული ცხვარი დაურიგა არა საკრებულოს
წევრმა მალხაზ გველუკაშვილმა, არამედ ქ.რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილემ კახა ბარათაშვილმა, რომელიც არის პოლიტიკური გაერთიანება - „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ წარმომადგენელი.
ამ უკანასკნელმა რუსთავის მოსახლეობას საჩუქრები
საკუთარი სახსრებით დაურიგა და ამ პროცესის ორგანიზებაც თავად განახორციელა.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკითხული
პირები.
ამასთან, მონიტორინგის სამსახურში დაასკვნეს, რომ
ბარათაშვილმა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს
ორგანული კანონით დადგენილი წესების გვერდის ავლის გზით პარტიის სასარგებლოდ 7
ათას 920 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რაც კანონით დასჯად ქმედებას
წარმოადგენს.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა
ადმინისტრაციული საქმის მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.
Internet.ge