კომუნიკაციების კომისია დავით ზილფიმიანს საზოაგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული კომისია, შპს
„სტერეო+“-ის ხელმძღვანელის
დავით
ზილფიმიანის, ერთ-ერთ სამაუწყებლო არხზე
გასულ განცხადებას ეხმიანება.
კომისიის განცხადებით, დავით ზილფიმიანი რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდა, რომ NF13 ლიცენზიით სარგებლობა შეუძლებელია თუ ამ ლიცენზიით გათვალისწინებულ სიხშირეებზე გაშვებულ სიგნალს ღია ეთერით მომხმარებლები არ მიიღებენ. სწორედ ამიტომ, კომისიამ 2012 წლის 8 ივნისს გაავრცელა განცხადება და „სტერეო+“–ს ტექნიკური გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა, რეკომენდაციის სახით შესთავაზა, მხედველობაშია კოდირებული სიგნალის გაშვება. თუმცა კომისიის თქმით,
ზიფილიანმა საზოგადოების
შეცდომაში
შეყვანის კამპანია კვლავ გააგრძელა.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2012 წლის 6 ივნისს გამართულ სხდომაზე, სადაც შპს „სტერეო+“-ს სანქცია დაეკისრა კომპანიის დირექტორი, აცხადებდა, რომ სალიცენზიო პირობების დაცვა ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე შეუძლებელია. თუმცა, 2012 წლის 8 ივნისს გასულ სიუჟეტში იგივე პიროვნება აცხადებს, რომ შპს „სტერეო+“-ს კუთვნილი NF13 ლიცენზიის სალიცენზიო პირობების შესრულება შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის მისი კომპანიის კუთვნილი აპარატურის გადაიარაღებაა საჭირო, რაც დიდ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. კომისიის აზრით, დავით ზილფიმიანის განცხადება ურთიერთგამომრიცხავია ან ის მიიჩნევს, რომ თუ ფინანსები არსებობს, შესაძლებელია ფიზიკის კანონების შეცვლაც“,- ნათქვამია კომისიის
განცხადებაში.
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის განმარტებით, მათ მიერ შპს „სტერეო+“-ზე გაცემული NF13 ლიცენზიის სიხშირული ზოლი „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებულია
მოძრავი
ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის
და არა სამაუწყებლო არხის ღია ეთერში გავრცელებისთვის.
„კომისიის მიერ გაცემული
ლიცენზიებში
არ არის მითითებული ლიცენზიით მინიჭებული რესურსის გამოყენების ტექნოლოგიები. ეს გადაწყვეტილება კომისიამ შეგნებულად მიიღო, რადგან ლიცენზიის მფლობელმა თავად უნდა განსაზღვროს მისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი გზა რესურსით სარგებლობის დროს, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველივე ეს სიხშირული რესურსის დანიშნულებისამებრ გამოყენებით უნდა განხორციელდეს. აქვე დავამატებთ, რომ კომისია
ყოველთვის
მზად არის იურიდიული თუ ტექნიკური კონსულტაცია გაუწიოს ყველა ავტორიზებულ პირს და ლიცენზიის მფლობელ კომპანიას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს „სტერეო+“–ისთვის არ აუკრძალავს NF13
ლიცენზიის
გამოყენება.
კომპანიას
დაევალა საქმიანობის სალიცენზიო პირობების ფარგლებში
მოქცევა. ასევე, შპს „სტერეო+“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გათვალისწინებულია
მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის
და არა სიხშირული სპექტრის გამოყენებით საეთერო მაუწყებლობის ან ტრანზიტული მაუწყებლობის უზრუნველყოფისთვის.
ამ შემთხვევაში საერთოდ აზრს კარგავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
პროცედურა
სიხშირული
სპექტრის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვებისთვის საჭირო საკონკურსო წესი“,-
ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge