GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სუროგატი დედების უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით ცვლილებები მზადდება
12:46 12.06.2012
დღის სიახლეები

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, უშვილო წყვილსა და სუროგატ დედას, მათ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით, შესაძლოა ხელშეკრულების დადება მოუწიოთ.

პროექტის ინიცირება ბიურის გუშინდელ სხდომაზე მოხდა, ცვლილებების ავტორი კი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია.

პროექტით, საქართველოში სუროგაციის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ უშვილო წყვილს ექნება. 

ცვლილებებით, დადგენილი იქნება უშვილო წყვილის ვალდებულება – აანაზღაუროს ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების განხორციელებასთან და სუროგატი დედისთვის კანონით დადგენილი წესით სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებასთან.

ასევე, წყვილმა უნდა აანაზღაუროს – სუროგატული დედის ორსულობასთან, მშობიარობასთან, მშობიარობის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებასა და დაბადებული ბავშვის სამშობიაროში მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები, სუროგაციის ხელშეკრულების გაფორმებისათვის აუცილებელი იურიდიული და სხვა მომსახურებისათვის არსებული ხარჯები, სუროგაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხარჯი, მათ შორის შესაძლო შემოსავლის დანაკარგი, თუ ანაზღაურება სუროგატი დედის მიერ ფინანსურ მოგებას არ გულისხმობს.

ამას გარდა, კანონპროექტით, უშვილო წყვილი ვალდებული იქნება სუროგატული დედის ვინაობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაიცვას, როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე მის შემდეგ, თუ ამას სუროგატული დედა მოითხოვს.  

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
მერია თბილისში „რენოს“ მარკის ტაქსების შემოყვანას არ ადასტურებს2
58-ე არმიის სამხედროები სტავროპოლელებს დაუპირისპირდნენ3
მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმებს საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზა4
ვანო მერაბიშვილი: სამწუხაროა, რომ მე და ჯონდი ბაღათურია ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვართ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X