გამოცდების ეროვნული ცენტრში 13
ივნისიდან აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებელთა
სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეთათვის ღია კარის დღეები მოეწყობა. ყველა
მსურველს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს
ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებს, ექსპერტებს და
მათგან მიიღოს ინფორმაცია გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
აბიტურიენტებისთვის შეხვედრები 13
და 14 ივნისს, 11 საათზე გაიმართება, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის -15 ივნისს,
14 საათზე, ხოლო მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეებისთვის - 15
ივნისს, 16:00 საათზე.
გამოცდების ეროვნული ცენტრის
მონაცემებით, წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად 35 000-ზე მეტი
აბიტურიენტი დარეგისტრირდა. გრანტის გაუმჯობესებას შეეცდება 5 000-მდე სტუდენტი.
სასერტიფიკაციო გამოცდას 40 000-მდე მასწავლებელი გაივლის, ხოლო სამაგისტრო
გამოცდას 7 500-ზე მეტი ბაკალავრი ჩააბარებს.
Internet.ge