მმართველი
გუნდის წევრის, პავლე კუბლაშვილის შეფასებით, ფიზიკური პირის -
„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის 148 მილიონით დაჯარიმება „ელემენტარული მათემატიკაა“.
როგორც ჟურნალისტებს კუბლაშვილმა
განუცხადა, კანონმდებლობა კანონის განმეორებით დარღვევისთვის დაჯარიმებას სწორედ ათმაგი ოდენობით ითვალისწინებს.
მისი
თქმით, მას არ ეგულება ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს მოსყიდვისთვის 14 მილიონი გამოეყენებინოს.
„ამიტომ, თუ ეს თანხა მოსყიდვისთვის და უკანონო შემოწირულობებისთვის იყო გამოყენებული, ელემენტარული მათემატიკაა, რომ თუ 14 მილიონს 10-ზე გადაამრავლებ, ის თანხა გამოვა, რომლითაც ივანიშვილი დაჯარიმდა“, – დასძინა
დეპუტატმა.
Internet.ge