GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილს შესაძლოა ქონება დაუყადაღონ
16:22 12.06.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილს, დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ქონებას დაუყადაღებენ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას აღსრულების ეროვნული ბიურო იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ბიძინა ივანიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებულ 148 მილიონიან ჯარიმას შვიდი დღის განმავლობაში არ გადაიხდის.

ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ სასამართლოს მტკიცებულებები და არგუმენტები არ ჰქონია იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც მიიღო. ბიძინა ივანიშვილის მხარე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს, თუმცა მანამდე ივანიშვილსა და მის იურისტებს შორის კონსულტაციები უნდა გაიმართოს და იმსჯელონ საკითხზე - გადაიხდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი დაკისრებულ ჯარიმას.

ივანიშვილის ქონებას რომ ყადაღას დაადებენ, კოალიცია „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრი, არჩილ კბილაშვილიც ადასტურებს, თუმცა კბილაშვილი განმარტავს, რომ ყადაღა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს შეეხება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, ბექა დოჭვირის განცხადებით,  სხვა ქვეყანაში არსებულ ქონებას, აღსრულების ეროვნული ბიური ვერ დაადებს ყადაღას, ვინაიდან საქართველოს იქ არ აქვს იურისდიქცია.

„ერთადერთი გამოსავალი სხვა ქვეყანაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადების, არის ის, რომ მიმართოს საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა იმ ქვეყნის უწყებებს, რათა მათ ცნონ საქართველოში გამოტანილი გადაწყვეტილება სამართლიანად და შემდეგ მოიქცნენ შესაბამისად. თუ კანონი, რომლიც მიხედვითაც საქართველოში მიიღეს გადაწყვეტილება, არ ეწინააღმდეგება მათი ქვეყნის კანონს, მაშინ ის ქვეყანა ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან,“ - ამბობს საიას იურისტი.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ  გადაწყვეტილებაშია ნათქვამი,  ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით თავისი კომპანიის, შპს „ელიტა ბურჯის“ სახელზე რეგისტრირებული 28 ერთეული ავტოსანტრასპორტო საშუალებით, საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობაში შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სერვისის გასავრცელებლად, საბაზრო ფასზე დაბალ ფასად გასწია მომსახურეობა. 2012 წლის განმავლობაში კუთვნილი კომპანიების შპს „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც ფაქტობრივად უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით საყვარელიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს1
საქალაქო სასამართლომ ფიზიკური პირების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა2
ივანიშვილს შესაძლოა ქონება დაუყადაღონ3
ფოტორეპორტაჟი: ქართული მრეწველობის აღლუმი - დამზადებულია საქართველოში4
ბათუმში ეუთოს ეკონომიკურ კონფერენციას სააკაშვილი და ბაქრაძე დაესწრებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X