GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილის კუთვნილ "მენეჯმენტ სერვისს" დაკისრებული ჯარიმა გაუნახევრდა
17:33 12.06.2012
დღის სიახლეები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "მენეჯმენტ სერვისს" 4 600 000 ლარის ნაცვლად, 2 300 000 ლარის გადახდა დაეკისრა.  აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ შ.პ.ს. "მენეჯმენტ სერვისი" 4 760 190 ლარით დააჯარიმა.

კონტროლის პალატის ბრალდების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი კუთვნილ"მენეჯმენტ სერვისს" კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა და უკანონო შემოწირულობას აწარმოებდა.

პალატამ „მენეჯმენტ სერვისს“ 4 600 000 ლარი დააკისრა.

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, დღეს მიღებული გადაწყვეტილება კანონში შესული ცვლილების შედეგად დადგა.

ცვლილების მიხედვით, მსგავის ტიპის დარღვევებზე ჯარიმა შესაბამისი თანხის ათმაგი რაოდენობით დაჯარიმების ნაცვლად ხუთმაგი ოდენობით განისაზღვრა.

მიუხედავად ჯარიმის განახევრებისა, სერვისის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმე  პოლიტიკურად მოტივირებულია.

როგორც ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი სტრასბურგში გაასაჩივრებენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლევან ბეჟაშვილი თანამდებობიდან გადადგა1
23 წლის ლაშა მაისურაძის მკვლელობა სათვალთვალო კამერის მეშვეობით გაიხსნა2
შს სამინისტროს ინფორმაციით, კახი კალაძე 8 კანონიერ ქურდს შეხვდა (VIDEO)3
გეიდარ ჯემალი: შესაძლოა, რუსულ-ქართული ომის ზღვარზე ვართ4
პოლიციელები ახალგაზრდებს სასტიკად გაუსწორდნენ (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X