ჯაბა სამუშია სამარშრუტო ტაქსებში რადიოფიცირების აკრძალვას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს
სამარშრუტო
ტაქსის მძღოლებს სალონში რადიოსიგნელის თვითნებურად ჩართვისთვის 100
ლარით დააჯარიმებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის
"ქრისტიან–დემოკრატმა” მოადგილემ ჯაბა სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.
სამუშიას განცხადებით, მიკროავტობუსებში
რადიოსადგურებზე
ხმოვანი სიგნალების გათიშვას ერთმნიშვნელოვნად
პოლიტიკური
მოტივი უდევს საფუძვლად.
"ის გადაწყვეტილება,
რომ მიკროავტობუსებში
რადიო არ უნდა იყოს ჩართული და თუ ვინმე ჩართავს, მას 100 ლარით დააჯარიმებენ, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ტელევიზიებისგან განსხვავებით, რადიოარხები მოსახლეობას დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდიან და შესაბამისად, მოსახლეობას ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება აქვს. სწორედ ამიტომ მოხდა მიკროავტობუსებში
რადიოფიცირების
აკრძალვა. რაც შეეხება შპს "თბილისის მიკროავტობუსს” მიმაჩნია, რომ მან, პირველ რიგში, ტენდერის პირობების შესრულებაზე უნდა იზრუნოს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების
მიღებისგან
თავი შეიკავოს“,-
განაცხადა სამუშიამ.
„ქრიტიან-დემოკრატები“ მიმართავენ ქალაქის მერს, გადახედოს შპს "თბილისის მიკროავტობუსსა"
და სარეკლამო კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას და აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში ქალაქის მთავრობის პოზიცია დაადასტუროს.
"ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას და გადაწყვეტილებას
შესაბამისად
მივიღებთ.
ერთი რამ კი ნათელია, რომ ადამიანისთვის იფორმაციის მიწოდების შეზღუდვა კონსტიტუციის დარღვევაა და მათ ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოთ”,-
განაცხადა სამუშიამ.
Internet.ge