"თბილისის მიკროავტობუსში" რადიოსიგნალის ჩართვის გამო 100-ლარიანი ჯარიმის დაწესებას არ ადასტურებენ
კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელის გიგლა ჯაბიშვილის განცხადებით, მიკროავტობუსებში
რადიოსიგნალების
გათიშვა ბიზნესგადაწყვეტილება
იყო და მას პოლიტიკასთან
კავშირი
არ აქვს.
მისივე
თქმით, გავრცელებული ინფორმაცია რადიოსიგნალის ჩართვის გამო მძღოლებისთვის
100-ლარიანი
ჯარიმის დაწესების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
"თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელი ასევე არ ეთანხმება განცხადებას, რომლის თანახმად, რადიო არხების გათიშვით მგზავრების კონსტიტუციური უფლება ირღვევა და ისინი
ინფორმაციას
ვერ იღებენ.
"ჩვენი პირველადი ვალდებულება მგზავრების გადაყვანაა და მათთვის რადიოს მოსმენის უზრუნველყოფა. შესაბამისად, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ბიზნესის ფუნქციონირებისთვის
მნიშვნელოვანი
იყო მონიტორების დამონტაჟება და სარეკლამო რგოლების გაშვება. ჩვენ ამით არც ვალდებულება დაგვირღვევია და მათი არანაირი უფლება არ შეგვილახავს",
–აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.
ჯაბიშვილის
თქმით, ყველა მობილურ ტელეფონებშია რადიო სიხშირეები და მგზავრები სურვილის შემთხვევაში, რადიოს ყურსასმენებით მოუსმენენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ,
"ქრისტიან-დემოკრატმა"
ჯაბა სამუშიამ მიკროავტობუსებში
რადიოსიგნალის
აკრძალვას
ანტიკონსტიტუციური
გადაწყვეტილება
უწოდა და განაცხადა, რომ მძღოლები რადიოს თვითნებურად ჩართვის შემთხვევაში 100
ლარით დაჯარიმდებიან.
Internet.ge