რუსეთში
სამუშაოდ ჩასულ მოლდოვას 500 ათას მოქალაქეს, სავარაუდოდ, რუსეთიდან
გააძევებენ.
ამას ვლადიმერ პუტინის მიერ რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილი განკარგულება
მოითხოვს, რომლის თანახმადაც,
შრომითმა მიგრანტებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ რუსული ენა, რუსეთის ისტორია და
კონსტიტუცია.
დოკუმენტის თანახმად, საბაჟო კავშირში შემავალი ქვეყნების - ბელორუსისა და
ყაზახეთის მოქალაქეებს ზემოთჩამოთვლი „საგნების“ ცოდნა არ ევალებათ, მოლდოვა კი,
რომელიც არ არის საბაჟო კავშირის წევრი და რომელიც იმავდროულად, დნესტრიპისრეთიდან
„რუსეთის საოკუპაციო“ ჯარის გასვლას მოითხოვს, „სათანადოდ დაისჯება“.
როგორც გაზეთი „ნოვი რეგიონი“ იუწყება, მოლდოვას მოქალაქეების უმრავლესობა რუსეთში
მშენებლობისა და ვაჭრობის სფეროში მუშაობს. რუსეთის ცენტრალური ბანკის
მონაცემებით, 2011 წლის განმავლობაში, მათ, რუსეთიდან მოლდოვაში 1 მილიარდი აშშ
დოლარი გაგზავნეს.
internet.ge