თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტანერ ილდიზმა მეწამორის ატომური
ელექტროსადგურის დახურვის აუცილებლობაზე ისაუბრა, რამდენადაც, მინისტრის თქმით, ის
„საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“.
„თურქეთს არ შეუძლია რისკის ქვეშ დააყენოს თავისი მოქალაქეების
სიცოცხლე და ყველა ზომას მიმართავს, რათა სადგურის დახურვას მიაღწიოს“ - ციტირებს 1news.az მინისტრის
განცხადებას.
ადრე თურქეთის პრემიერმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმაც მიუთითა საშიშროებაზე, რომელიც
მეწამორის ატომური ელექტროსადგურიდან მომდინარეობს და ხაზი გასუვა, რომ სადგური არ
პასუხობს უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს ქმნის თურქეთისათვის.
internet.ge