GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროფესიული განათლების 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემა დაიწყო
12:05 13.06.2012
დღის სიახლეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული განათლების მსურველთათვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპს იწყებს. ამჯერად, 1500 მსურველი შეძლებს სასურველ პროფესიას დაეუფლოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების მსურველს 1000 ლარიანი ვაუჩერი თავად გადასცა. 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპზე სამინისტრო ყველა მსურველს დააფინანსებს. მათ შორის: სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულებს და იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული განათლების დაუფლება გადაწყვიტეს. 

მესამე ეტაპზე, რომელიც შემოდგომაზე გამოცხადდება, ვაუჩერს კიდევ 2500 მსურველი მიიღებს. ამჟამად კი, უკვე დაფინანსებულია 2500, მათ შორის 1700 სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლებიც პროფესიას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სხვადასხვა კოლეჯებში ეუფლებიან. 

პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტი 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა. სამინისტრო პროფესიული განათლების რეფორმებს რამდენიმე მიმართულებით ახორიცელებს. ხელს უწყობს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება-რეაბილიტაციას, ასევე დიდ ყურადღებას აქცევს პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ მომზადებული კადრების კვალიფიკაციას. 

სახელმწიფო ყველა მსურველს აძლევს საშუალებას ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და თავისსავე რეგიონში დასაქმდეს. სწორედ სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია. სახელმწიფოს ამოცანაა პროფესიული განათლების ისეთი სისტემა ჩამოაყალიბოს, რომელიც ერთის მხრივ თავსებადი იქნება საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან, მეორეს მხრივ, სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს. 

ვაუჩერების გაცემა თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში ერთდროულად დაიწყება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლარი ისევ უფასურდება1
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა2
დავით ბაქრაძე კენეტ ვოლაკს შეხვდა3
დიდგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება4
უგულავა: თბილისი რეალიზებული შესაძლებლობების ქალაქი უნდა იყოს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X