სტრასბურგის სასამართლოში, რუსეთის მიერ დეპორტირებულ ქართველთა
საქმეზე ბოლო განხილვა ამ წუთებში
მიმდინარეობს.
მხარეები ევროსასამართლოს პრეზიდენტს შეხვდნენ, რის შემდეგაც პროცესის
არსებითი განხილვა დაიწყო.
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, თინა ბურჯალიანის
განცხადებით, დავის მთავარი მიზანი სხვა მოთხოვნებთან ერთად რუსეთის
პასუხისმგებლობის დაყენებაა.
„მთავარი ხაზი ჩვენი დავის არის ის, რომ პირველ რიგში რუსეთის
ფედერაციის პასუხისმგებლობა დადგეს ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნისთვის და
მათი დეპორტაციისთვის. ასევე ყველა
დაზარალებული პირის მიმართ კომპენსაციის გადახდას ვითხოვთ“, - განაცხადა
ბურჯალიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ 2006 წელს, ეთნიკური ნიშნით
ათობით ადამიანი ქვეყნიდან სატვირთო თვითმფრინავით გამოაძევა.
internet.ge