GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აღსრულების ეროვნული ბიურო ივანიშვილის საქმის წარმოებაში მიღებას ელოდება
13:43 13.06.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს ამბობს. ოპოზიციონერი ლიდერი 148 მილიონიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დაუდასტურა.

ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, რა იქნება 18 ივნისის შემდეგ, როდესაც ჯარიმის გადახდის შვიდდღიანი ვადა ამოიწურება.

„ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ნიკა მელია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათ უწყებაში არ მიდის მსჯელობა დაუყადაღებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილს ქონებას.

„ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით რა ზომებს მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიურო. გააჩნია სამართლებრივ საქმეს. დეტალები იქნება შესამოწმებელი. რა თქმა უნდა, კანონით შესაძლებელია, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონებას დაედოს ყადაღა. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან კონკრეტული საქმე არ არის. ამ საკითხზე მსჯელობაც იქნება მაშინ, როდესაც გვექნება წარმოებაში მიღებული საქმე, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ“-აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2012 წლის 11 ივნისს  მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილი 148 მილიონი ლარით დაჯარიმდა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისობის ღონისძიებებს თბილისის მერი ესწრება1
უმრავლესობის წევრები გუნარდ ვიგანდის შეხვდნენ2
სახალხო დამცველი დევნილთა მიერ სხვადასხვა შენობების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა3
ბათუმში ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალი იწყება4
მწერალ ზაზა ბურჭულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X