პოლიცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ
თანამშრომელს, მამუკა ჯიბლაძეს ეძებს.
შსს-ში ჯიბლაძის ახლობლებმა მისი
უგზო-უკლოდ დაკარგვის შესახებ განცხადება გუშინ შეიტანეს.
„მოქალაქე მამუკა ჯიბლაძის უგზო- უკლოდ
დაკარგვის საქმეს ვაკე-საბურთალოს პოლიცია იძიებს“,- განუცხადა „ინტერნეტ.ჯი“-ს
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ.
ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემდეგ დატოვა, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დიმიტრი შაშკინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამასთან, როგორც მიმინოშვილი
„ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას იხსენებს, ჯიბლაძეს 11 ივნისს დღის 14:00 საათისთვის
უნდა შეხვედროდა თუმცა ჯიბლაძე შეხვედრაზე არ მისულა.
internet.ge