გეომაგნიტური დღეა. შთამბეჭდავი წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ გამოცდილება, რომელიც შეიძინეთ
2012 წლის იანვრის დასაწყისსა და თებერვლის შუა რიცხვებში. ნუ აჩქარდებით და ნუ იკამათებთ.
მინერალებიდან სასიკეთოა: ლალი, ბრილიანტი, ფირუზი, ტოფაზი, წითელი იასპი.
ფერებიდან დადებითია: წითელი, ყვითელი ნარინჯისფერი, ცისფერი, ლურჯი. სიზმრები შემდგომ ახდება. მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურების ჩატარებას, ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებებს, ხელშეკრულებების დადებას.
მზის ჰარმონიული დამოკიდებულება პლანეტა სატურნთან ადამიანთა ხასიათში გააძლიერებს მოთმინებას, თვითდისციპლინას, ლოგიკურ აზროვნებას, პრაქტიკულობას, ირგანიზატორულ მონაცემებს, წინდახედულებას. დღეს წესებს ნუ დაარღვევთ, - მაღალია დაჯარიმების ალბათობა.
სასიკეთო დღეა სწრაფად დასრულებადი საქმეებისათვის, მოგზაურობისათვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისათვის, ტანსაცმლის, საოჯახო ნივთების, სპორტული ინვენტარის, მჭრელი ნივთებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შესაძენად, სექსუალური კონტაქტებისათვის. ჯამრთელობის მხრივ სუსტდება სისხლძარღვები, თავი, გრძნობათა ორგანოები.
დღე დადებითია ტყუპებისა და მშვილდოსნისათვის. უარყოფითია კირჩხიბისა და ქალწულისათვის.
internet.ge