საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, სისხლისა და ადმინისტრაციული
სამართლის
საქმეებზე
თბილისისა
და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში, პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას
გამართავს.
მონიტორინგი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებული “მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი
გაძლიერების”
პროექტის ფარგლებში, ხორციელდება.
პროექტის
მიზანია სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და მასზე ანგარიშების გამოქვეყნებით საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების
გამჭვირვალობის
გაზრდა.
Internet.ge